ა. კალანდაძის ლექსი „მოდიოდა ნინო მატარებლით“.

გაკვეთილის მიზანი: საქართველოს ისტორიული წარსულის გაცნობა; ქრისტიანობის გამავრცელებლის - ნინო კაბადოკიელის უდიდესი ღვაწლის აღწერა;
ა. კალანდაძის პოეტური თვალით დანახული ამ ისტორიული მოვლენის შემეცნება.

ლექსის წაკითხვამდე, მოსწავლეებს შევახსენებ, რომ ისტორიული წყაროების მიხედვით ქრისტიანობა ჩვენში უფრო ადრე, ნინომდე შემოსულა. იგი I საუკუნეში შემოიტანეს ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა. სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა IV საუკუნეში გამოცხადდა. ჩვენთან ეს მოძღვრება შემოიტანა და გაავრცელა წმინდა ნინო ლაპადოკიელმა. ჩვენმა წინაპრებმა მას საქართველოს განმანათლებელი უწოდეს. ამ პერიოდში ქართლის მეფე იყო მირიანი, დედოფალი ნანა. ისინი დაკძალულნი არიან მცხეთის დედათა მონასტერში.
მოსწავლეებს ვეუბნები, რომ შევიდნენ საიტზე WWW.GOOGLE.GE - ზე ჩაწერონ „მცხეთის დედათა მონასტერი“. ისინი ნახავენ მონასტრის ფოტოს. გარდა ამისა შეგვიზლია ინფორმაცია ვიხილოთ ქრისტიანობის გავრცელების შესახებაც;
(ვაგრძელებ) ლექსში ასახულია წმ. ნინოს ქართლში შემოსვლა ჯავახეთის მთიანეთიდან. მან თავისი სამშობლოდან საქართველომდე მეტად მძიმე გზა გამოიარა.
წმ. ნინო საქართველოში გარდაიცვალა, დასაფლავებულია კახეთში, სოფელ ბოდბეში. შევდივართ კვლავ - ზე და ვნახულობთ ბოდბის მონასტერს, ამის შემდეგ ვუკითხავ ლექსს გამომეტყველებად და მეტი ემოციური დატვირთვისთვის - აქვე სასურველია მოვასმენინოთ რომელიმეძველი ქართული საგალობელი. უპრიანია - „შენ ხარ ვენახი“ რადგან ნინოს ჯვარი ვაზისა იყო და ეს საგალობელი ვაზთან ასოცირდება.
ბავშვებს ვთხოვ, შევიდნენ ე, დაწერონ „შენ ხარ ვენახი “ და მოვისმინოთ ეს ულამაზესი საგალობელი.
რამოდენიმე ბავშვს ვაკითხებ ლექსს, ვუხსნი გაუგებარ სიტყვებს.
სავარაუდო კიტთვები გაკვეთილის ბოლოს;
1) ვინ იყო ცმინდა ნინო?
2) რა მიზნით მოდიოდა იგი საქართველოში?
3) როგორ არის აღწერილი ლექსში ნინოს შემოსვლა?
4) როდის გამოცხადდა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად?
5) გაიხსენეთ ა. კალანდაძის ლექსი „საქართველო ლამაზო“ (შესწავლილი)
აქ კვლავ შევლენ საიტზე WWW.MUSIC.INET.GE - ზე, დაწერენ „საქართველო ლამაზო“ („ცისფერი ტრიოს“ შესრულებით) და მოვისმენთ სიმღერას ა. კალანდაძის ტექსტზე.